სამართლის სისტემების მიმოხილვა

ქართული სამართლებრივი სისტემა მიეკუთვნება კონტინენტურ-ევროპული სამართლებრივ სისტემას, უფრო კონკრეტულად კი გერმანულს.
გერმანული სამართლის ოჯახი ჩამოყალიბდა გერმანული იურიდიული მეცნიერების საფუძველზე. ამ ოჯახში შედის გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია, თურქეთი, საბერძნეთი და საქართველო.
კონტინენტური ევროპის კანონსა და ანგლო-ამერიკულ სამართალს შორის განსხვავება დაკავშირებულია დაწერილ კანონმდებლობასთან, როგორც სამართლის წყაროსთან. კონტინენტური ევროპის ქვეყნებში პოზიტიური სამართალი კანონის ძირითადი წყაროა, მაშინ როცა ანგლო-ამერიკული სამართლის ძირითად წყაროს სასამართლო პრაქტიკა წარმოადგენს.

georgian-legal-system

ცვლილებები ქართული სამართლის სისტემაში

საქართველოს სამართლებრივი სისტემა მუდმივად იცვლება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წელს. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველოს აქვს ვალდებულება მოახდინოს თავისი სამართლებრივი სისტემის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან. ამიტომაც, როგორც ზედაპირული, ასევე ფუნდამენტური ცვლილებები და რეფორმები ხდება საქართველოს სამართლებრივ სისტემაში.
აქედან გამომდინარე, ქართული სამართლებრივი სისტემა არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც იცვლება, იხვეწება და უახლოვდება ევროკავშირში მოქმედი კანონმდებლობის პრინციპებს.