ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოში ბიზნესის, საკუთრებისა და უფლებების რეგისტრაცია არის სწრაფი და მარტივი პროცესი.
უძრავი ქონების ან ბიზნესის რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის მეშვეობით.
ბიზნესის რეგისტრაცია გრძელდება ერთ დღემდე, ხოლო ქონების რეგისტრაცია რამდენიმე საათიდან ოთხ დღემდე. საქართველოში მეწარმე იურიდიული პირები საქმიანობენ შემდეგი ფორმით:

  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - შპს;
  • სააქციო საზოგადოება – სს;
  • კომანდიტური საზოგადოება - კს;
  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – სპს;
  • კოოპერატივი.

business-and-property-registration