ხელშეკრულების შედგენა

ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენთვის სასურველი ხელშეკრულების შედგენას, ცვლილებების შეტანასა და დეტალურ ანალიზს.

სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა

ჩვენ მოგიმზადებთ იურიდიულ დოკუმენტებს, მოვარგებთ მათ თქვენს საჭიროებებზე და ისარგებლებთ იმ უფლებებით, რაც გამომდინარეობს ჩვენ მიერ მომზადებული დოკუმენტიდან.

წარმომადგენლობა სასამართლოში

ისარგებლეთ ჩვენი მომსახურებით სასამართლოში წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ სრულად დავიცავთ თქვენს ინტერესებს.

იურიდიული კონსულტაცია

ჩვენი გამოცდილი იურისტები მზად არიან მოგაწოდონ სრული ინფორმაცია და კვალიფიციული სამართლებრივი ანალიზი იმ საკითხებზე, რომელიც თქვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს.

იურიდიული დახმარება

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი იურიდიული მხარდაჭერა, როგორც ერთჯერადი საჭიროების, ასევე, გრძელვადიანი ურთიერთობის მიზნებისთვის.

სამართლებრივი ანალიზი

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ სრული სამართლებრივი ანალიზი და იურიდიული დასკვნა თქვენთვის პრობლემურ საკითხზე და შემოგთავაზოთ თქვენთვის ხელსაყრელი გამოსავალი.

ლიცენზიები და ნებართვები

ეს მომსახურება მოიცავს როგორც კონსულტაციას ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებასთან დაკავშირებით, ასევე ჩვენი ადვოკატების წარმომადგენლობას ამ პროცესში.

რეგისტრაციის საკითხები

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ საკუთრების, ბიზნესისა და უფლების რეგისტრაციის სრული მომსახურება.

საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაცია

ჩვენი ადვოკატები უზრუნველყოფენ თქვენს წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებში, საჯარო სამსახურებსა და საბანკო და არასაბანკო დაწესებულებებში.

ინდივიდუალური იურიდიული მომსახურება

ინდივიდუალური იურიდიული მომსახურება მოიცავს თქვენს ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სერვისს.

კორპორატიული იურიდიული მომსახურება

კორპორატიული იურიდიული მომსახურებით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ერთჯერადი იურიდიული დახმარება, ასევე გრძელვადიანი იურიდიული მომსახურება.

სხვა საკითხები

ჩვენს იურისტებს შეუძლიათ გაგიწიონ სრული იურიდიული მომსახურება. დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.